მთავარ შინაარსზე გადასვლა

თქვენი წარმატების გასაღები სანდო ხელშია

IG GROUP არის რეგისტრირებული აუდიტორული ფირმა (SARAS-F-412837), რომელიც კომპანიებს სთავაზობს აუდიტორულ, საბუღალტრო, საგადასახადო, საკონსულტაციო და შეფასების მომსახურებას. კომპანია 2011 წლიდან საქმიანობს.

15+წელი ბაზარზე
36+კომპანია გვენდობა

ჩვენი მისია

დღეს, როცა ტექნოლოგიები და ბიზნეს გარემო უსწრაფესი ტემპით იცვლება, კომპანიის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია დროის სწორ მართვასა და მთავარ საკითხებზე ფოკუსირებაზე.

სწორედ ამიტომ გჭირდებათ ფინანსური პარტნიორი, რომელიც დაგიზოგავთ დროსა და ენერგიას, გაგიმარტივებთ რთულ ფინანსურ ამოცანებს.

IG GROUP-ში ყოველი თანამშრომლობა იწყება კლიენტის საჭიროებების სიღრმისეული შესწავლით - რათა ჩვენი გადაწყვეტა ზუსტად თქვენს ბიზნესს მოერგოს.

ჩვენი ფასეულობები

  • მიზნებზე ფოკუსირება

    ვმუშაობთ თქვენი ბიზნესის მიზნების მისაღწევად და არა მხოლოდ ფორმალური მოთხოვნების შესასრულებლად.

  • სანდოობა

    კლიენტის ინფორმაცია მკაცრად კონფიდენციალურია, ხოლო ჩვენი დასკვნები დამოუკიდებელი და ობიექტურია.

  • პროფესიონალიზმი

    ვმოქმედებთ პროფესიული სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

    ვპასუხობთ ჩვენი სამუშაოს ხარისხსა და შესრულების ვადებზე.

  • სიახლეებთან ადაპტაციის უნარი

    მუდმივად ვადევნებთ თვალს საკანონმდებლო და ტექნოლოგიურ ცვლილებებს.

  • გამოცდილება

    2011 წლიდან ვთანამშრომლობთ ბიზნესის შემდეგ სფეროებთან: ვაჭრობა, მშენებლობა, წარმოება, მომსახურება, სოფლის მეურნეობა, ლოჯისტიკისა და ტელეკომუნიკაციების სფეროს კომპანიებს.

ჩვენი გუნდი

ჩვენი გუნდი აერთიანებს სერტიფიცირებულ აუდიტორებს, გამოცდილ ბუღალტრებსა და იურისტს. შესაბამისად, თქვენი ბიზნესის ფინანსური, საგადასახადო და სამართლებრივი საკითხები ერთ სივრცეში წყდება.

SARAS-A-429918

ირმა გოგალაძე

მმართველი პარტნიორი, აუდიტორი

გუნდის შემადგენლობა

  • სერტიფიცირებული აუდიტორები
  • მთავარი ბუღალტრები
  • პროექტების მართვა
  • იურისტი

პროფესიული დაზღვევა

IG GROUP-ის პროფესიული პასუხისმგებლობა დაზღვეულია. ეს კლიენტისთვის დამატებითი გარანტიაა, რომ ჩვენი მომსახურება სრული პასუხისმგებლობით სრულდება.

მზღვეველი: „ჯიპიაი ჰოლდინგი“

დამოუკიდებლობის პრინციპი

აუდიტორულ მომსახურებას ვახორციელებთ დამოუკიდებლობის მოთხოვნების მკაცრი დაცვით.

ფოკუსი ხვალინდელ დღეზე

დაგვისვით შეკითხვა, ჩვენ მალე გიპასუხებთ.